რეზონანსი
31.03.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, კოდორის ხეობის დაცვის საქმეში ემზარ კვიციანის დამსახურებაზე ისაუბრა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა ემზარ კვიციანს წვლილს ჭუბერის გზის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სწორედ კვიციანის დამსახურებით, ჭუბერის გზამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„ეს ისტორია, [ჭუბერის გზასთან დაკავშირებით] მეც ვიცი და ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არის ბატონი ემზარის დამსახურება - რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი - ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასეულობით მსხვერპლი იქნებოდა. ამ გზამ გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო, მადლობა ეკუთვნის ემზარ კვიციანს, მთელი საქართველოსგან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×