რეზონანსი
31.03.2025

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. ტერიტორიიდან მის გადაყვანას ხმაური მოჰყვა.

როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტის მეგობრები აცხადებენ, პოლიციელებმა გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს და მისი ზურგჩანთის დათვალიერება მოითხოვეს, რაზეც ხასაიამ უარი განაცხადა.

პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×