რეზონანსი
31.03.2025

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ 30 მარტს მოხდა.

"დილით სამსახურში მივდიოდი და დავინახე კიბეზე იყო, ახლოს არ მივსულვარ, მაშინვე დავრეკე 112–ში. ახალგაზრდა ბიჭი იყო, მარტო იმყოფებოდა", – გვითხრა თვითმხილველმა, მამუკა ხაჩიძემ. 

გარდაცვალების ფაქტს სადგრის დეპუტატი, მამუკა ლურსმანაშვილიც გვიდასტურებს.

„მეც დღეს გავიგე, როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა და კლდეზე გადავარდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მამუკა ლურსმანაშვილი.

30 წლამდე კაცი ექსპერტიზადე გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×