რეზონანსი
01.04.2025

მედიის შემზღუდავი კანონის მიღებას მედიის წარმომადგენლები დასჯის და გაჩუმების მცდელობად აფასებენ. "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე აღნიშნულ ცვლილებებს დანაღმულ ველზე სიარულს ადარებს, როდესაც ჟურნალისტმა არ იცის, როდის აღმოჩნდება სამიზნეში.

ის, რაც აქამდე თვითრეგულირების სფეროს ეკუთვნოდა, ჟურნალისტის ან მედიასაშუალების ნამოქმედარი, შეიძლებოდა, შეფასებულიყო მისი კოლეგების, პროფესიონალების, გარკვეული ავტორიტეტის მქონე ადამიანების მიერ, რეკომენდაციული ხასიათი ჰქონდა და მის პროფესიულ რეპუტაციას უკავშირდებოდა, ახლა გადადის მთლიანად რეგულირების სფეროში და მარეგულირებელი კომისია ბატონი ბექაურის მეთაურობით, როგორც ერთიანი, რეპრესიული ვერტიკალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად ძლიერი, დაუნდობელი ინსტრუმენტი, უბრალოდ, დასჯის მედიას, ჟურნალისტებს.

კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ეს იქნება ჟურნალისტების, ტელეწამყვანების თუ მედიის წარმომადგენლების ყოველდღიური სიარული დანაღმულ ველზე, როდესაც სულ აქეთ-იქეთ უნდა იყურო, რომ შემთხვევით არ აფეთქდე ან რარაც ისეთი არ მოხდეს, როდესაც სხვადასხვა კუთხიდან დამიზნებული სახელმწიფო, სახელისუფლებო ლეგალისტური დიქტატურის შაშხანები არ ამოგიღებენ მიზანში და არ ეცდებიან შენს განადგურებას, - ამბობს ფორმულას გენეალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე. 

 ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ სურს, ქვეყანაში კრიტიკული მედიას არსებობდეს. ამასთან, ჟურნალისტის თქმით, "ოცნების" დამტკიცებული ცვლილებები პირველ რიგში, "იმედისთვის" და "პოსტ ტვ"-თვის იქნება საზიანო. 

საერთოდ უცხოელებთან ურთიერთობა გვეკრძაკება. ანუ, ის კი არა, რომ გრანტი ავიღოთ ვინმესგან, საერთოდ ყველანაირი თანამშრომლობა, რაც კი შეიძლება, ორგანიზაციას ჰქონდეს. სოციალური რეკლამის ფასიანი გაშვება გადაგვიკეტეს, პარალელურად, ძალაში შევიდა შინაარსობრივი რეგულაცია და აბსილუტურად ყველაფერი. თუ ადრე ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეეძლო, მარეგულირებელს ჩარეულიყო, ახლა ყველაფერი შეულია, განსაზღვროს ბექაურმა. ანუ თუ ჩათვალა, რომ არც ისე ობიექტური ვიყავი, შეუძლია, დამაჯარიმოს. განზრახვა არის, რომ უბრალოდ, აღარ ვიყოთ. მე ველოდები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ როგორ გადაირქმნებიან ბრიტანულ სტანდარტებზე. იმდენად უტვინოა „ოცნება“, იმასაც ვერ ხვდება, თავისი მედიის საწინააღმდეგოდ მიიღო, სინამდვილეში, ეს კანონი და ვნახოთ, აბა, ვიჭიდავოთ, - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პარლამენტმა მედიის შემზღუდავი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×