
16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
ქართველი კოორდინატორი და თარჯიმანი, მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში ჩასულ ქართველებს ეხმარება, საზოგადოებამ მარიამის ვიდეოების გავრცელების შემდეგ უკეთ გაიცნო.
მედეა სოციალურ ქსელში მარიამის გულშემატკივრებს იმ თანხების შესახებ უზიარებს ინფორმაციას, რომელიც გოგონას დასახმარებლად მის ანგარიშზე შეგროვდა.
"მოგესალმებით როგორც დაგპირდით გიზიარებთ ჩემს ანგარიშებზე სულ შემოსულ თანხებს (ფაიფალიც განაღდებულია თიბისიზე).
აქედან ოპერაციისთვის გადარიცხულია სულ 496 000 ლირა.
დარჩენილია სულ 15178ლარი (რომელიც მოხმარდება სრულიად მარიამის ოჯახს, ექიმის სურვილიც იყო ეს, გადამეცა მარიამის დედისთვის) და თუკი რაიმე დარჩება, ვფიქრობ, გავუხსნა მარიამს ანაბარი.
ყველას მინდა მადლობა მოგიხადოთ, ყველა თითო ლარისთვის. სასწაული ხალხი ხართ. რომ არა თქვენ, ვერ შევძლებდით", - დაწერა მედეა იობაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე