რეზონანსი
02.04.2025

მისალოცი ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის, სრულიად საკალათბურთო სამყაროსთვის ასეთი მნიშვნელოვანი, ელიტური ტურნირის მასპინძლობა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.

მისივე თქმით, აქამდე ისტორიაში ასეთი ტურნირისთვის, A დივიზიონისთვის არასდროს გვიმასპინძლია.

„მადლობა ფიბას, მის ბორდს ამ გადაწყვეტილებისთვის, ვინაიდან ფიბას ბორდმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ჩვენმა ქვეყანამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა - მაღალ დონეზე შეგვიძლია ნებისმიერ სპორტის სახეობაში ნებისმიერი ტურნირის მასპინძლობა.

ფედერაცია, რა თქმა უნდა, მზად იქნება ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას, მთავრობის მეთაურს, სამინისტროს, მინისტრს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

საქართველო ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს - A დივიზიონს უმასპინძლებს - კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები მიმდინარე წლის 8-16 აგვისტოს თბილისში შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონს გამოავლენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×