
ქართულ ბანკებს ბრიტანული სანქციების აღსრულება მოუწევთ, - ამის შესახებ ფინანსიტები საუბრობენ. ექსპერტების თქმით, ნებისმიერმა ბანკმა დიდი ბრიტანეთის მიერ მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასანქცირებულები თავად აღმოჩნდებიან.
გიგა ბედინეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძეს საბანკო მომსახურების დავიწყება მოუწევთ.
ეროვნული ბანკის მცდელობები, რომ თითქოს დილემის წინაშე დააყენოს ბანკები, რომ იძულებულნი იყვნენ, რომ არ განახორციელონ საერთაშორისო სანქციები, ეს პირდაპირი კატასტროფული ქმედებაა ეროვნული ბანკის, მანდატის საწინააღმდეგოა. ბანკები იმოქმედებენ მაქსიმალურად საერთაშორისო სანქციების რეჟიმის პატივისცემით, სხვა შემთხვევაში, დიდი ალბათობით დაკარგავენ ანგარიშებს. მაშინ, ფაქტობრივად, საბანკო საქმიანობა უნდა შეაჩერონ. კოლექტიურ მურუსიძეებს მოუწევთ, დავიწყება საბანკო მომსახურების, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
"ბანკების და საზოგადოების" ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის თქმით, ბრიტანული სანქციების შემდეგ, ქართული ბანკები იძულებიან ხდებიან, რომ გავლენიან მოსამართლეებს ანგარისები დაუხურონ და ამას ვერ ეროვნული ბანკის ძველი განცხადება და ვერც "ოცნების" პიოლიტიკური განცხადებები უშველის.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ყველა პირს ეხება ქართული საბანკო სექტორის სანქციაც, რაც ნიშნავს,რ ომ ავტომატურად, ამ ადამიანს უნდა შეუჩერდეს მომსახურება, დაიხუროს მისი ანგარიშები, მითუმეტეს, ვეღარ ისარგებლებს ის ამერიკის მიერ წარმოეული საბარათე სისტემეით, ვიზა და მასტერქარდი, იგივე ამექსით. შესაბამისად, ყველა ის ქართულ ბანკებში, შეიძლება ითქვას, რომ უნდა შეუჩერდეს და ბრიტანული სანქციები ზუსტად იგივენაირად მუშაობს, როგორც ამერიკული. ამას ვერ შველის ვერც ეროვნული ბანკის ძველი განცხადება, ვერც "ოცნების" პოლიტიკური განცხადებები, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.