რეზონანსი
03.04.2025

როცა მოსამართლეების მიმართ გადაწყვეტილებას ეჭვის საფუძველზე იღებენ, ამას საერთო არ აქვს არც სამართალთან და არც სამართლიანობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ადამიანს იმასაც ვერ უმტკიცებ, რა დააშავა, მაგრამ „სასჯელს“ უსჯი, ეს დასავლურ სტანდარტებს, რაზეც დასავლური ცივილიზაცია უნდა იდგეს, ეწინააღმდეგება.

„ადამიანის მიმართ სანქცია ეჭვის საფუძველზე გამოიყენო და შენს ქვეყანაში დასეირნობდეს დამნაშავე კეზერაშვილი, ეს ორმაგი სტანდარტი აღარ არის, ყოველგვარ ზღვარს გადასულია“, – განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×