რეზონანსი
03.04.2025

 ბო­რის ყუ­რუა და ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე პარ­ტია "გირ­ჩი მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია ბადრი გრიგალაშვილმაც დატოვა.

ბო­რის ყუ­რუა:

"მე ვტო­ვებ გირ­ჩი მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, პარ­ტი­ას რო­მე­ლიც ჩემს მე­გობ­რებ­თან და თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად და­ვა­ფუძ­ნეთ.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს მე­გობ­რო­ბას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი გა­ი­ყო და მი­წევს ამ მძი­მე, მაგ­რამ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას ვის­თა­ნაც ამ დრო­ის მან­ძილ­ზე პარ­ტია მა­ერ­თი­ა­ნებ­და, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ვიბ­რძო­დით, ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით და ერ­თმა­ნეთ­ზე ვზრუ­ნავ­დით.

უბ­რა­ლოდ პარ­ტია არ იყო, ხან ცი­ხე­ებ­ში ვის­ხე­დით და ხან ქვებს ვი­ცი­ლებ­დით, ხან სცე­ნა­ზე ვი­დე­ქით და ხან ცრემლსა­დენ გაზ­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც და­მეხ­მა­რა და ჩემ­ში რე­სურ­სი ჩადო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზუ­რას მად­ლი­ე­რი ვარ, მარ­თა­ლია 2020 წელს მი­თხრა ჩა­ერ­თე პო­ლი­ტი­კა­ში, გა­ერ­თო­ბიო და მე ახლა დი­დად ვერ ვერ­თო­ბი, მაგ­რამ მან მომ­ცა შან­სი, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად არ აძ­ლე­ვენ უფ­რო­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახალ­გაზ­რდებს და ჯერ კი­დევ იმ პრო­ცეს­ში ვარ, რომ ეს შან­სი სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ვი­ყე­ნო. ამ პრო­ცესს სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბა შეც­დო­მე­ბის გა­აზ­რე­ბა და მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი აღარ იქ­ნე­ბა არას­დროს, მაგ­რამ ცვლი­ლე­ბე­ბი ჰა­ე­რი­ვით სა­ჭი­როა, ცვლი­ლე­ბებს კი ვერ მო­ვახ­დენთ თუ ჯერ ჩვენ­ში არ შევ­ცვლით რა­ღა­ცებს და იგი­ვეს კე­თე­ბას და ერთ წრე­ზე სი­ა­რულს არ მო­ვეშ­ვე­ბით.სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე უფრო მეტს ვი­ტყვი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.ბო­ლოს რა­ღაც პო­ე­ტურს ვწერ­დი, რო­გორ მიმ­ძიმს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და რო­გორ რჩე­ბა ჩემი ერთი ნა­წი­ლი სხვა­გან, მაგ­რამ არ მო­მიხ­დე­ბა ასე ლა­პა­რა­კი. ვი­საც ეს მინ­და ვუ­თხრა ისე­დაც იცის და ვინც არ იცის ეგერ ორი აბ­ზა­ცის ზე­მოთ შე­წყვი­ტა კი­თხვა.

ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე:

"მი­ვი­ღე ჩემ­თვის მძი­მე და ოდეს­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ვტო­ვებ "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას".ვტო­ვებ პარ­ტი­ას, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცა: ად­გი­ლი, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, პირ­ვე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი, პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ლი­დერს და­ვუ­ძა­ხებ­დი (ზურა ჯა­ფა­რი­ძე), პირ­ვე­ლი მენ­ტო­რი (გოგა ხა­ჩი­ძე), პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი (უბ­ნის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი), პირ­ვე­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, პირ­ვე­ლი და­ცინ­ვა, პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, პირ­ვე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი „გირჩმა" მაჩ­ვე­ნა და მომ­ცა.

ვტო­ვებ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც ჩემ­ნა­ი­რად, ალ­ბათ, არა­ვის ჰყვა­რე­ბია.პარ­ტი­ა­ში მა­შინ მი­ვე­დი, როცა მისი სა­ხე­ლიც თით­ქმის არა­ვინ ეს­მო­და, მაგ­რამ მიყ­ვარ­და, რად­გან ამ­ბი­ცია ჰქონ­და, შე­ეც­ვა­ლა მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, წარ­მო­ე­ჩი­ნა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახა­ლი იდე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კის ახა­ლი ფორ­მე­ბი.დღეს კი მგო­ნია, რომ რა­საც ვა­კე­თებთ, ახა­ლი აღა­რა­ფე­რია - ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვეა. მე არ მჯე­რა, რომ იგი­ვე­თი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა.არ მჯე­რა, რომ ოპო­ზი­ცი­ის დიდი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­მო­ვა.

არ მჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, აქ­ტო­რე­ბის და გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი გვაქვს.არ მჯე­რა, რომ 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ოპო­ზი­ცი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა და ამის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა.არ მჯე­რა გა­მარ­ჯვე­ბის იმ ფორ­მუ­ლის, რომ­ლის მთა­ვა­რი ია­რა­ღი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ყვე­ლა­ზე ცუდი არ­ჩევ­ნე­ბით მოყ­ვა­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

არ მჯე­რა, რომ შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის გა­რე­შე, ბო­დი­შის მოხ­დის გა­რე­შე, რამე გა­მო­ვა.ბო­დი­ში, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აღტყი­ნე­ბულ­მა მო­გი­ლო­ცეთ და 15 წუთ­ში სხვა შე­დე­გე­ბი ნა­ხეთ.ბო­დი­ში, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­როდ არ გა­მოვ­ჩნდი და არ ვი­სა­უბ­რე.ბო­დი­ში, რომ ჩავ­თვა­ლე - ტყუ­ი­ლის არ­თქმა საკ­მა­რი­სი იყო.მაგ­რამ მე მჯე­რა, რომ ამ ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი აქვს. ჩვენ რუ­სე­თი არ გავ­ხდე­ბით.ეს რწმე­ნა სამი წლის წინ იმ ხალ­ხმა მომ­ცა, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად ერ­თად ვნა­ხე - გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, ფე­რა­დე­ბი, ლა­ღე­ბი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი, მზრუნ­ვე­ლე­ბი, კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი... უბ­რა­ლოდ კარ­გე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი.ხალ­ხი, რომ­ლის ენაც პო­ლი­ტი­კურ­მა კლას­მა ვერ გა­ი­გო.ხალ­ხი, რო­მე­ლიც ევ­რო­პას მი­ი­ღებს, რად­გან თა­ვა­დაა ევ­რო­პა.თქვენ არ წა­გი­გი­ათ. პი­რი­ქით - ყვე­ლა­ზე მეტი აი­ღეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, და ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დით.

იცო­დეთ, თქვე­ნი დრო მო­დის. სხვა რა­ღა­ცამ წა­ა­გო - თქვენ არა.„გირჩში" ყოფ­ნი­სას სხვა პრო­ექ­ტზე არ მი­ფიქ­რია და არ მი­მუ­შა­ვია. ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე დარ­წმუ­ნე­ბით ვერ ვი­ტყვი, რა გა­ვა­კე­თებ.ვიცი მხო­ლოდ ერთი - მინ­და ვი­პო­ვო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­ნა­ი­რად ფიქ­რო­ბენ და მათ­თან ერ­თად ვე­ცა­დო, ბევ­რი რამ შევ­ცვა­ლო.ჯერ მინ­და გავ­თა­ვი­სუფ­ლდე. არ მინ­და, ჩემ­მა ნა­ბი­ჯებ­მა პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას არც „გირჩს", არც კო­ა­ლი­ცი­ას და არც ვინ­მე კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს.თუ რა­მეს გა­ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კა­ში, ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ახა­ლი - და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სიმ­შვი­დე­ზე, კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, გულ­წრფე­ლო­ბა­ზე და სი­ლა­ღე­ზე.თუ ვერ შევ­ძე­ლი, ვი­ტყვი, რომ მა­ინც ვცა­დე.მად­ლო­ბა ყვე­ლა „გირ­ჩელს".თქვენ ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ნაკ­ლე­ბად არ მიყ­ვარ­ხართ.გი­სურ­ვებთ ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს.ვინც მიც­ნობს, მიხ­ვდე­ბა, ჩემ­თვის ეს ნა­ბი­ჯი რას ნიშ­ნავს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×