
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და რძის სკანდალთან დაკავშირებით წერს:
„გამოვაღე მაცივარი, კვერცხი, ულაქტოზო მაწონი და ულაქტოზო ყველი დევს. გამახსენდა ქათამი, სკინტლი, პაპაშვილი, ახლა უკვე აფლატოქსინები, პაატა იმნაძე და ჯანდაბა და დავხურე. რას ვიკეთებდი ბარიატრიას,
სრულ შიმშილზე გადაგვიყვანეს.
ქვე-ყანა. ქოცები რა შუაში არიანო არა? ახლა მაგ ქოცებმა გამოაღონ საკუთარი მაცივრები და თავად მიხვდებიან,რა შუაშიც არიან! 💩-ს რომ აჭმევენ მთელ ქვეყანას და თავადაც ჭამენ დიდი კოვზებით.
ვიღლიცინოთ და ვიყოთ!
უკონტროლო, უპატრონო, კორუმპირებულ ქვეყნად გვაქციეს. და ასეთი მლიქვნელები, ქოცების გადასაფარებლად, გვაწყნარებენ, რძე კი იყო მოწამლული, მაგრამ იმდენადაც არა, რომ ეგრევე მომკვდარიყავითო", - წერს ინგა გრიგოლოა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე