რეზონანსი
04.04.2025

ჩეხეთის ელჩი გამოდის და შეურაცხყოფას გვაყენებს, გვეუბნება, რომ დემოკრატიის შუქურა იყო საქართველოო. სადიზმის, წამების, არაადამიანობის შუქურა იყო საქართველოში, „მაკკეინებმა" და „თორნტონებმა" შეარქვეს სააკაშვილის რეჟიმს „დემოკრატიის შუქურა", - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, ყოველ დღე უყუროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორი „დემოკრატიის შუქურა" იყო საქართველო „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს, როდესაც ქვეყანას 300 000 პრობაციონერი ჰყავდა.

„როგორი შუქურა იყო ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა ვუყუროთ. ვისაც თვალი, ყური აქვს და სინდისის, ქართველობის, ღირსების, წარმომავლობის ნასახი გააჩნია - იმის შემყურე, რასაც ჩვენ ვუყურებთ საგამოძიებო კომისიაზე, რასაც გუშინ ვუყურებდით, იმ გაუბედურებული კაცის ცხოვრება - რა უქნეს ერთს, მეორეს, მესამეს, მეათეს, მეასეს. ლეგიონია მაგათი სახელი, ეს მხოლოდ ზედაპირია რასაც ვხედავთ. 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა ამ „დემოკრატიის შუქურას", საქართველოს მოსახლეობის 10-მა პროცენტმა ციხე გამოიარა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, „ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაამთავროს ავი სულების ბოგინი საქართველოში და თბილისის ქუჩებში."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×