რეზონანსი
04.04.2025

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შეუქმნის მოხმარების პერიოდისა და ნორმის გადაჭარბების სიმცირის გამო.

„პროდუქტი რა თქმა უნდა უნდა განადგურდეს, რადგან ქართულ ნორმას არ შეესაბამება. ბევრ განვითარებულ ქვეყნებში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე, რეალური, არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს დასაშვებს და ეს უნდა ხდებოდეს ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×