რეზონანსი
04.04.2025

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის დანიშვნის შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ანრი ოხანაშვილი ამ უმნიშვნელოვანესი უწყების წარმატებული ხელმძღვანელი იქნება.

„სუს-ში უმნიშვნელოვანეს უწყებაში, რომლის მიზანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, როგორც გარე მტრებისგან, ისე, ქვეყანაში არსებული მეხუთე კოლონისგან (რომელიც, სამწუხაროდ, მრავლად გვყავს), იყოს დაცული, დარწმუნებული ვარ, რომ ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელის პოზიციაზე იქნება ძალიან წარმატებული. მას წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×