რეზონანსი
05.04.2025

ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატეს, რუსის მონას ძახილი, – ამის შესახებ მოძრაობა „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა პირველ არხს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეფონმომარჯვებული ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტელეფონ მომარჯვებული „ოლე ოლა“ ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. მონას დაძახებაზე ქართველ კაცს ექნება შესაბამისი რეაქცია. ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, ზეთი არ მქონდა ზეთნაცხები ხელიდან შეშრობილი, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატეს, რუსის მონას ძახილი და მოხვდა კბილებში. ეს იყოს მაგათთვის პროფილაქტიკური ხასიათის, რადგან უნდა დაასრულონ ეს. საზოგადოება ითმენს, კბილებით უჭირავს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ არავის არ ვერჩით, არავის არ ვესხმით, ლოცვიდან ქაშუეთიდან გამოსულთან ასეთი პროვოკატორი, მანქურთი დემონი მოვიდა ტელეფონმომარჯვებული და ვურჩევ, რომ გამოაქვეყნოს ეს ვიდეო და დადოს საჯაროდ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×