რეზონანსი
06.04.2025

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე, იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე, - ამის შესახებ ცესკო-ს წარმომადგენელმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე "მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა."

"საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა, როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე. მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა. ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სადავო დადგენილება კანონის საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე იქნა მიღებული. მოყვანილი იყო ყველა ის შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტი ემყარებოდა", - განაცხადა გიორგი სანტურიანი.

„ძლიერმა საქართველომ" და ISFED-მა საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×