რეზონანსი
07.04.2025

ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, „დღის ამბებში“.

ნიკა ობოლაძის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით [ოპოზიციურ] პარტიებს პოზიცია არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ „მისცა ტონი ამ ყველაფერს“.

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არანაირი არანაირი მტკიცებულებები არ სჭირდება არჩევნებთან დაკავშირებით და მან არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არც დაეკითხა, „ლიდერშიფი“ აიღო, ეს ყველაფერი თვითონ გააკეთა, ჩემი აზრით, მას ამის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ეს რომ პარტიებს გაეკეთებინათ კი. მაშინ კარგად ვუყურებდი ახალ ამბებს. პარტიებს არ ჰქონდათ ის პოზიცია ჩამოყალიბებული ისე მკვეთრად, რამდენადაც ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების მერე, როდესაც თქვა, რომ „მე არ ვიცი, არ მაქვს მტკიცებულებები, არ მჭირდება მტკიცებულებები, მე ვამბობ, რომ ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას“, ასე თქვა და გაიარა და ამან მისცა ტონი ამ ყველაფერს“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×