
ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ანდრია ბაუჟაძის გარდაცვალების შესახებ ქვედა სამების საჯარო სკოლა ავრცელებს.
„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.
ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.
როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე