რეზონანსი
10.04.2025

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, მოსახლეობას ურჩევს, რომ კვერცხის შესაღებად ნატურალური ენდროს ფესვები გამოიყენონ.

„იმდენად ბევრი საღებავია ბაზარზე შემოსული, რითაც ენდროს შეღებვა შეგვიძლია, თუმცა მათ წარმომავლობასა და უსაფრთხოებაზე არაფერი არაა ცნობილი. ვენდობით მხოლოდ მის მწარმოებელს.

ჩემი რეკომენდაციაა — გამოიყენეთ ენდროს უშუალოდ ფესვები; ბუნებრივი მცენარეა და ეს გამოვიყენოთ შესაღებად.

სხვადასხვა ფერის გამოყენების შემთხვევაში რთულია ვთქვათ, რას შეიცავს და რამდენად არის განკუთვნილი საკვები პროდუქტის შესაღებად.

უფრო მეტად საშიშია ის, რაც ბაზარში წონით იყიდება — გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია.

ბაზარში ვერავინ მოგცემთ საბუთს, რა წარმომავლობის საღებავს ყიდის“, - ამბობს ირაკლი არაბული.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×