რეზონანსი
10.04.2025

ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, თიბისი ბანკში გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა.  სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.

დეკლარაციის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს სახელფასო ანგარიში თიბისი ბანკში ჰქონდა, სადაც ის თანხას ინახავდა, თუმცა ბრიტანული სანქციების შემდეგ, ეს ანგარიში გაუქმებულია.

თიბისი ბანკის სისტემიდან გიორგი გაბიტაშვილის ანგარიში სანქციების გამოცხადებიდან მალავე გაქრა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ის ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანას ვერ მოასწრებდა. 

საქართველოს პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის სანქცირების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება ბრიტანული სანქციების გვერდის ავლა. 

სანქციებს დაექვემდებარება ნებისმიერი პირი, ვინც საქართველოს პროკურორთან ფინანსურ გარიგებაში შევა და ტრანზაქციას შეეცდება.

ბრიტანეთმა სანქციები გენ. პროკურორს და კიდევ 3 მაღალჩინოსანს 10 აპრილს დაუწესა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×