რეზონანსი
10.04.2025

ეჭვი მეპარება, პირადად მე, ან კომისიის რომელიმე წევრს რაიმე დაგვაკლდეს, თუ გიორგი ვაშაძე კომისიის სხდომაზე არ მოვა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ვაშაძეს მოუწოდა "ცრუ კეკლუცობას" თავი დაანებოს და საგამოძიებო კომისიაზე იმ "საცირკო წარმოდგენის ჟანრში" წარმოადგინოს თავი, როგორც მას უყვარდა ხოლმე.

"სიმართლე გითხრათ, ბატონი გიორგი ვაშაძე მოვა თუ არა აქ, ამით მე პირადად, ან კომისიის რომელიმე წევრს, ეჭვი მეპარება, რომ რამე დაგვაკლდეს. გასული 4 წელიწადიც, როდესაც ჩემი კოლეგა ერქვა ოპოზიციიდან ბატონ ვაშაძეს, იქაც მეყოფოდა მისი საცირკო წარმოდგენების ხილვა. რომ გითხრათ, თუ არ მოვა, ამით რამე დამაკლდება - მეთქი, ძალიან შემცდარა. ასე გადაეცით. აი, ამ ცრუ კეკლუცობას რომ თავი დაანებოს და თუნდაც ის საცირკო წარმოდგენები, როგორც მას უყვარდა ხოლმე, მოვიდეს და იმ ჟანრში წარმოგვიდგინოს თავი. კანონმდებლობას რაც შეეხება - ბატონ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, რომ ასეთ შემთხვევაშიც საქართველოს კანონმდებლობა, ბუნებრივია, იქნება გამარჯვებული", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე ხვალინდელ სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დაიბარა, თუმცა თავად ვაშაძემ გამაცხადა, რომ სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×