
თქვენი ეთერის საშუალებით მომეცემა საშუალება ბევრ ადამიანს გავცე კითხვაზე პასუხი - აქამდე რატომ არ გავაკეთეთ ეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.
„როდესაც ამ საგამოძიებო კომისიას ვუყურებთ, სულის შემძვრელი ისტორიებს ვუსმენთ. როინ შავაძის მეუღლე ცუდად გახდა და ვეღარ გააგრძელა იმ ტრაგედიის მოყოლა, რომელიც თავს გადახდა. აქამდე ამის გაკეთება იმიტომ ვერ შევძელით, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლების დროსაც, საკმაოდ დიდი ხანი ებრძოდა გარე გავლენებს, რომლის გავლენითაც მიხეილ სააკაშვილიც კი პოლიტპატიმრად წარმოაჩინეს. არ გვაძლევდნენ ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას გასამართლების საშუალებას. ერთეული, ყველაზე ოდიოზური პირებიც კი, ეს მინიმუმი იყო, რაც შეგვეძლო, რომ გაგვეკეთებინა. იქაც კი ხელფეხშეკრული ვიყავით, არათუ მთლიანად „ნაცების“ რეჟიმის გასამართლებაზე მიმდგარიყო საქმე.
ძალიან ნათელი მაგალითია, როდესაც ამ უცხო გავლენის აგენტურას მივადექით, ვგულისხმობ იმ „ენჯეოებს“, რომლებიც საკუთარი მილიონიან დაფინანსებას იყენებდნენ ამ ხალხის მოსაწამლად, საზოგადოების ასარევად და რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად. პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ გამჭვირვალობის ძალიან უწყინარ თემაზე საუბარი, ამას სახელდება გაუკეთეს - ეს არის შავი დღე ქართულ დემოკრატიაში და ეს არის რუსული კანონი.
საკუთარ წვრილფეხა აგენტურაზეც კი არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ ნათელი მოგვეფინა, არათუ იმ ძლიერ დასაყრდენ ძალაზე, როგორიც არის „კრებსითი ნაციონალური მოძრაობა“. უამრავ ადამიანში გაჩნდა კითხვა დადასტურებულად რა მოხდა 2008 წელს. ეს ადამიანები როდესაც ომში ერთვებიან და მერე აწერენ რეზოლუციას ხელს, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამას აღიარებენ, როდესაც ამაზე წამსვლელი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ჰყავთ, რა თქმა უნდა ისინი ვერ შეეგუებოდნენ, რომ ეს ადამიანები გაგვესამართლებინა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.