რეზონანსი
11.04.2025

გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც, განსაკუთრებით დღევანდელ მსოფლიოში, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.

„ევროკავშირის წამყვანმა წევრმა ქვეყნებმა და თავად ევროკავშირმა, ფაქტობრივად, უნდა შეცვალონ მიდგომა არა ცოტათი, არამედ საფუძვლიანად და სრულად. გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც, განსაკუთრებით დღევანდელ მსოფლიოში", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმი იმართება. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში". ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში" სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×