|

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის საქმე განიხილება, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი აფრასიძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სპეცოპერაციისას გამოიყენებოდა იმდენად მსხვილი კალიბრის იარაღი, რომ სახლის კედელიც კი ჩამოანგრია ერთ ადგილას.
„მთელს პერიმეტრზე, არა მხოლოდ ჩვენი სახლის ირგვლივ, მთელი სოფლის ირგვლივ სიმაღლეებზე, ყველგან განთავსებული იყვნენ, ყველგან სპეცრაზმელები იდგნენ. ალბათ ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო. იმ დროს რაც შეიარაღებული ძალები ჰყავდა ჩვენს ქვეყანას. არ გამოვრიცხავ, რომ სამხედროებიც ჰყავდათ, იმიტომ, რომ ისეთი მსხვილკალიბრიანი იარაღებიდან ისროდნენ, სპეცრაზმს თუ აქვს ეგეთი იარაღი არ ვიცი. ყუმბარმტყორცნებიდან ისროდნენ. ყველამ ნახა ჭურვების ნამსხვრევები, ყუმბარმტყორცნების ნამსხვრევები ეყარა ჩვენს ეზოში შემდგომ და შენახულიც არის ეს ნამსხვრევები. არამარტო ავტომატებიდან ისროდნენ, მსხვილი კალიბრის იარაღიდანაც ისროდნენ. ისეთი სიძლიერის იარაღიდან ისროდნენ, რომ სახლის კედელიც კი ერთ ადგილას ჩამოანგრია. იმ ფილმში, რომელიც ბატონმა ვახტანგ კობახიძემ გადაიღო, იქ ასახულია ის ჭურვების ნამსხვრევები, რომელიც ჩვენს ეზოში დარჩა სპეცოპერაციის მერე", - განაცხადა გიორგი აფრასიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|