რეზონანსი
11.04.2025

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ტელეწამყვანები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობენ.

როგორც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აცხადებს, შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გააცნო.

„1 საათის წინ დამირეკა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი მელოდებოდა მაუწყებლის ახალ შენობაში. მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება. შიდა მოკვლევის ვადები დღე-დღეზე იწურება და შიდა მოკვლევის დოკუმენტის საფუძველზე, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ამ გადაწყვეტილების შესახებ გამაცნო თინათინ ბერძენიშვილმა. ეს იყო სიტყვიერი შეხვედრა და ამ გადაწყვეტილების ოფიციალური ნაწილი იურისტისგან უნდა ჩამბარდეს", - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×