რეზონანსი
11.04.2025

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ოფიციალური წერილი ჩაბარდა. მისი თქმის, მას პირველი არხისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. 

ვასილ ივანონ ჩიქოვანი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დღეს გაათავისუფლებს, წერილის სულისკვეთებას არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ის არაერთ სხვა ჟურნალისტთან ერთად რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაცვას ცდილობდა. 

პირველ რიგში, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა ყველა უკანონო პატიმარს. რაც მოსალოდნელი იყო, ისეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭომ. ჩამბარდა ოფიციალური წერილი, რომელშიც მათი შეფასებით, ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები არის უსაფუძვლო და მან რეპუტაციული ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

ჩემი შეფასებით, მე არათუ რეპუტაციული ზიანი მივაყენე საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ მე და არაერთი კეთილსინდისიერი თანამშრომელი ვცდილობთ, დავიცვათ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ის, რომ ბოლო სხდომაზე არ მოგვეცა დასწრების შესაძლებლობაც კი, წინასწარი განაჩენი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა. მე და ნინო ზაუტაშვილი გაგვათავისუფლეს დღეს სამსახურიდან. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ. იმედია, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში გადარჩება და მართალი სიტყვა აუცილებლად მივა ყველა მოქალაქემდე. გათავისუფლდება ყველა პატიმარი, საპყრობილეს დატოვებს მზია ამაღლობელიც და ეს ქვეყანა აუცილებლად იდგება სიმართლეზე, არა მანიპულაციაზე და არა დეზინფორმაციაზე". - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. 

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს გათავისუფლების მიზეზად დისციპლინარული მოკვლევა დაუსახელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×