რეზონანსი
13.04.2025

რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და. ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში დი­ლი­დან თოვს. თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორც მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში, ასე­ვე დაბ­ლობ­ში. თოვს რა­ჭა­ში, სვა­ნეთ­ში, აჭა­რა­ში, იმე­რე­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში, ასე­ვე შიდა ქარ­თლში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, თბი­ლის­ში შე­საძ­ლოა, ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით აღი­ნიშ­ნოს.

"17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 17 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს და აღ­დგო­მის დღე­ებ­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამინ­დის პროგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა" - აღ­ნიშ­ნა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რაძემ "ამბებთან" სა­უბ­რი­სას.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×