რეზონანსი
13.04.2025

1989 წლის 9 აპრილი იყო ეროვნული დაუმორჩილებლობის დიდი აქტი, ეს იყო პიკი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როდესაც განხორციელდა დიდი ეროვნული დაუმორჩილებლობის პროცესი და მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვიბრძოდით საბჭოთა რუსული იმპერიის წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა 9 აპრილზე საუბრისას.

„ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, რაც იქ მოხდა, როცა ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა. მე პირდაპირ ჩამქოლეს, ჩამჩეხეს, ჯერ ცხედრებში ვიყავი, მერე მორგში აღმოვჩნდი და ბოლოს რეანიმაციაში. თუმცა, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, ვინაიდან ამან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა“, - განმარტა ბათიაშვილმა.

ირაკლი ბათიაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის.

„არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის. ჩვენ, ვინც ვართ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“, მის წარმომადგენლებსაც კი არ გვაქვს ამის უფლება, რომ განვსაზღვროთ ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა. ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის, რომ მივიდეს ნებისმიერი ადამიანი და პატივი მიაგოს 9 აპრილს გარდაცვლილებს. ამის გაკეთება არის ყოვლად უზნეო აქტი“, - აღნიშნა ირაკლი ბათაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×