რეზონანსი
14.04.2025

არანაირი მოლაპარაკებები არ შეიძლება, არსებობდეს უფროსს და მის ქვეშევრდომს შორის, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი "ოცნებისადი" მოსკოვის შეთავაზებას, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს. 

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება პირდაპირ რუსეთის დავალებების შემსრულებელია, ამიტომ მოსკოვს მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება არ აქვს. მისი თქმით, წულუკიანის ე.წ. კომისიის შექმნაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჯერ 2008 წლის ომში ქართული მხარის დადანაშაულება, ხოლოდ შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის სტატუსის აღიარება მოხდეს. 

მე არ ვიცი შუამავალი ვინ არის, მაგრამ არანაირი მოლაპარაკებები არ შეიძლება, არსებობდეს უფროსს და მის ქვეშევრდომს შორის. უფროსი იძლევა დავალებებს და ეს დავალებები უნდა შესრულდეს. საქართველოში დღეს ხელისუფლება აქვს მიტაცებული იმ ხალხს, ვისაც პირდაპირ დირექტივებს აძლევს მოსკოვი, ამიტომ მოსკოვს არაფერი მოლაპარაკებები არ სჭირდება ივანიშვილის მთავრობასთან. მათ აძლევენ ბრძანებებს, ეს ბრძანებები უნდა შესრულდეს. ეს არის ამ ურთიერთობის მოდუს ოპერანი, მათ შორის, რუსეთის მითითება, რომ წულუკიანის მიერ შექმნილი ეს ე.წ. კომისია გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ 2008 წლის ომში ქართული მხარის დადანაშაულებისთვის და ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ უკვე მოხდეს აღიარება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის, - ამბობს სამადაშვილი.

მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ეს განცხადება ლავროვის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×