|

რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? ვიღაცას რომ რაღაცა სტკივა ჩემ ცხოვრებაში მე აუგად არ მიხსენებია ის. ხანდახან მივჩერებივარ ტელევიზორს და გამოდიან და მიშა გავათავისუფლოთ, მიშა გავათავისუფლოთო, მე კიდე ხშირად მაქვს ნათქვამი ეს - ერთი მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს მეთქი. იმას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელითქო? - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც მოლაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მაგალითი უნდა იყოს შემდგომი პრეზიდენტებისათვის, რომ მათაც არ გაბედონ იგივე, რასაც სააკაშვილი აკეთებდა.
„აი ეს ამბავი რაც ხდება ახლა 5-10 წლის შემდეგ, სკოლაში საქართველოს ისტორიას ხომ ასწავლიან არა, ამისი ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მე რატომღაც მიმაჩნია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგი განმარტება თუ ვინ რა რატომ დააშავა. ჯერ მარტო იმიტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი, რომ 5-10-20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად და გადაიხედავს უკან, რომ თურმე სააკაშვილს რეები უქნია და გარეთ გამოუშვესო, ისიც გააკეთებს მაგას, მაგრამ თუ ნახა, რომ აგებინეს პასუხი, ის ვეღარ გაბედავს მერე მაგას და თუ არა მაშინ იტყვის, რომ რაც იმან დააშავა და გარეთ გამოუშვეს კიდეო, ხომ ასე იქნებაო", - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|