რეზონანსი
16.04.2025

 "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მის მხარ­და­სა­ჭე­რად ახალ თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბე­ბი და თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ად­გილ­ზე გა­მოჩ­ნდა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბა არ აქვს. კი­თხვა­ზე, ელო­დე­ბო­დით, თუ არა, რომ ასე­თი რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყე­ბო­და, ბე­რი­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"არ ვე­ლო­დე­ბო­დი. არ მაქვს არა­ნა­ი­რი შე­ფა­სე­ბა. არ ვიცი ეს რას ნიშ­ნავს. ამიშ­ვით ზე­მოთ, გა­ვი­გო რა ხდე­ბა".

ცნო­ბის­თვის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო მიზ­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებ­და, ხოლო თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×