|

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვისა და ხელოვნების გაჩუმებას ცდილობს.
"როდესაც დიქტატურის დამყარების პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და ავტოკრატიის კონსოლიდაცია ხდება, მთავარი პრობლემა არის თავისუფალი აზრი და თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, ასეთი თავისუფალი ადამიანები ყველაზე მეტად არიან ხელოვნების სივრცეში. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის რეჟიმები სწორედ ამას აკეთებენ. ისინი ცდილობენ გააჩუმონ თავისუფალი სიტყვა, გააჩუმონ ნიჭი, ხელოვნება და ეს ყველაფერი დაიმორჩილონ. დარწმუნებული ვარ, აქედან აბსოლუტურად არაფერი გამოვა. ამას აბსოლუტური უკუეფექტი ექნება. ბევრად უფრო მძიმე დარტყმას მიიღებს ამ ნაბიჯით ივანიშვილის რეჟიმი, ვიდრე მას ჰგონია.
ვინ არის თიკა რუხაძე, რომ დოიაშვილს უწყვეტს, სად იმუშაოს, რა გააკეთოს, რა დადგას და რა არ გააკეთოს? მართლა ძალიან მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს. ყველაფერი, რაც ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია და ჯდება მოვლენების განვითარების იმ მიმდინარეობაში, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს. რეალურად, ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ჩვეულებრივი ტირანია. არაფერი განსხვავება აღარ არის მასშტაბის გარდა პუტინის რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის, ლუკაშენკოს რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის“, - განაცხადა "ნიუსრუმში" გიორგი რუხაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|