რეზონანსი
18.04.2025

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რამდენად სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა დასრულდეს.

„ნატო-ში ბოლო ვიზიტის დროს, მდივანმა რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად განაცხადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ, რომ რამდენიმე კვირის საკითხი იქნებოდა, როდის შევძლებდით იმის გაგებას, სერიოზულად სურდა თუ არა რუსეთ ამ კატასტროფის დასრულება. ახლა კი, ცივილიზებული სამყარო ელოდება იხილოს, ნამდვილად სერიოზულად არის თუ არა რუსეთი განწყობილი", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×