რეზონანსი
22.04.2025

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია წერეთლის თანაშემწეზე, სერგეი შაგულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.

2002 წელს ის გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ზურაბ წერეთელი, ძირითადად, რუსეთში მოღვაწეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×