რეზონანსი
23.04.2025

ხონში მომხდარ საზარელ ავარიაში ერთ-ერთი გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ:

„გიორგი აღარ გვყავს... ეს სიტყვები ხმას არ ემორჩილება, გონება ვერ იჯერებს. დავემშვიდობეთ ჩვენს 17 წლის მეგობარს - გულწრფელს, თბილს, იმედებითა და სიცოცხლით სავსეს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას...

გიორგი იყო, ვინც გულღიად გაგიღიმებდა, გვერდით დაგიდგებოდა და თავისი არსებობით ყოველდღიურობას ნათელს სძენდა. მის თვალებში ისეთი გულწრფელი სისუფთავე ჩანდა, როგორიც იშვიათად გვხვდება ამქვეყნად.

მისი გული ძგერდა სამყაროსთვის - ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ოცნებებისთვის, ცხოვრების სიყვარულისთვის.

ის არ წასულა ის ახლაც ჩვენთანაა, ჩვენს გულებში, ჩვენს მოგონებებში, ჩვენს ტკივილში და მადლიერებაში, რომ ვიცნობდით მას.

გვიყვარხარ შმაგი და სამუდამოდ გვემახსოვრები..." - წერენ სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა 18 აპრილს მოხდა. ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×