რეზონანსი
23.04.2025

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები, ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. 

ადვოკატი რობერტ ამსტერდამისა და მისი იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია ორი  უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო. ამსტერდამი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ, ვინ დგას ამ საქმის უკან.

"გიორგი ბაჩიაშვილის წარმომადგენელმა საერთაშორისო ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მისი კლიენტის სიცოცხლისთვის სარწმუნო მუქარის შესახებ შეიტყო.

მათი კლიენტის წინაშე არსებული სახიფათო სიტუაციის გათვალისწინებით, ბატონი ამსტერდამის იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ამ სავარაუდო შეთქმულების უკან მდგომი პირები" ნათქვამია განცხადებაში.

იურიდიული კომპანია ბაჩიაშვილის კომენტარსაც ავრცელებს: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერთვება ძალადობის პრაქტიკულად ნებისმიერ დონეზე,  რეჟიმის ყველა პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის განადგურების მიზნის მისაღწევად“. 

ადვოკატმა ამსტერდამმა ასევე არ გამორიცხა, რომ მკვლელობის შეთქმულება შეიძლება იყოს „გარე ძალების ნამუშევარი, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას" - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ამსტერდამი და პარტნიორები“ საერთაშორისო იურიდიული ფირმაა, რომლის ოფისებიც ლონდონსა და ვაშინგტონში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×