|

„ქართული ოცნების“ წევრი ლადო ბოჟაძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად“.
დეპუტატის თქმით, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ღირსეულად აღნიშნავს.
„ყველას კარგად გვახსოვს, ოპოზიციამ თბილისელ ბავშვებს შობა-ახალი წელი როგორ წაართვა და რა მოხდა 9 აპრილს – ყველაფერი გააკეთეს, რათა ადამიანებს საშუალება არ ჰქონოდათ, 9 აპრილის გმირებისთვის პატივი მიეგოთ. ვინმეს რაიმეს აღნიშვნა თუ უნდა, ეს მისი ნებაა, მაგრამ საქართველო თავის დამოუკიდებლობას 26 მაისს ღირსეულად აღნიშნავს. ასეთი განცხადებების მიზანი ერთადერთია, კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და პოლარიზაცია. ეს ადამიანები უსამშობლოები არიან, რომელთათვის ძვირფასი და ღირებული არაფერია. 9 აპრილს არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისკენ, რომ ვინმე მემორიალთან არ მისულიყო, ეს სწორედ რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|