|

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით პაატა სალია იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, საგამოძიებო კომისიაში სალიას ადგილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს.
„ირაკლი ქადაგიშვილი პაატა სალიასთვის ვადამდე უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შედეგად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად წევრის სტატუსით, ჩვენს საგამოძიებო კომისიას შემოუერთდა. თქვენი ჩვენს კომისიაში შემოსვლა ძალიან დიდი შენაძენი და ღირებულებაა თქვენი წარსულიდან გამომდინარე. ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მიმართულებით თქვენ ღვაწლმოსილი ადამიანი ბრძანდებით. მქონდა პატივი თქვენთან ერთად ოპოზიციაში ვყოფილიყავი ერთი და იმავე პოლიტიკურ გაერთიანებაში და მიხარია, რომ ამ კომისიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ, რომელიც დაგვისახა საქართველოს პარლამენტმა“,- მიმართა წულუკიანმა ქადაგიშვილს.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ამ დროისთვის, კომისიაზე პირველი თეიმურაზ ჭიჭინაძე იკითხება. გამოსაკითხად ასევე დაბარებული არიან: შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|