რეზონანსი
28.04.2025

 გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში" მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა. მამა ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.

„ცოლ-შვილი დარჩა, ყველა შოკში ვართ. უკარგესი ადამიანი იყო, ძალიან ხუმარა. არავისთან არასდროს ჰქონია კონფლიქტი".

გიორგის მამის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან მისი ახლობლები და წერენ:

„ბედნიერი წავიდა რომ მისი ერთადერთი შვილის სიკვდილი ვერ გაიგო" „ეს რა დილა გათენდა, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი უკარგესი ადამიანები აღარ გვყავს"

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×