რეზონანსი
29.04.2025

 ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ მსვლე­ლო­ბის განბ­ლოკ­ვის­თვის უკ­რა­ი­ნა და უნ­გრე­თი კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე შე­თან­ხმდნენ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ერ­მა და ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში მი­ნის­ტრმა, ოლგა სტე­ფა­ნი­ში­ნამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 12 მა­ი­სი­დან "რე­გუ­ლა­რუ­ლად იმუ­შა­ვე­ბენ გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ბუ­და­პეშ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, უკ­რა­ი­ნუ­ლი და უნ­გრუ­ლი მხრი­დან".

სტე­ფა­ნი­ში­ნას თქმით, სა­მომ­ლა­პა­რა­კებ­ლო ჯგუ­ფე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ "იქამ­დე, სა­ნამ არ გან­ვსა­ზღვრავთ ამო­ცა­ნე­ბის სრულ სიას თერ­თმე­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ის ფარ­გლებ­ში, რომ­ლე­ბიც უნ­გრუ­ლი მხა­რის შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია".

"ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მსვლელობის განბლოკვისთვის უკრაინა და უნგრეთი კონსულტაციებზე შეთანხმდნენ" - ოლგა სტეფანიშინა

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ მსვლე­ლო­ბის განბ­ლოკ­ვის­თვის უკ­რა­ი­ნა და უნ­გრე­თი კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე შე­თან­ხმდნენ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ერ­მა და ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში მი­ნის­ტრმა, ოლგა სტე­ფა­ნი­ში­ნამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 12 მა­ი­სი­დან "რე­გუ­ლა­რუ­ლად იმუ­შა­ვე­ბენ გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ბუ­და­პეშ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, უკ­რა­ი­ნუ­ლი და უნ­გრუ­ლი მხრი­დან".

სტე­ფა­ნი­ში­ნას თქმით, სა­მომ­ლა­პა­რა­კებ­ლო ჯგუ­ფე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ "იქამ­დე, სა­ნამ არ გან­ვსა­ზღვრავთ ამო­ცა­ნე­ბის სრულ სიას თერ­თმე­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ის ფარ­გლებ­ში, რომ­ლე­ბიც უნ­გრუ­ლი მხა­რის შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია".

"ვე­ლით, რომ ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვებთ უნ­გრუ­ლი მხა­რის სა­პა­სუ­ხო წი­ნა­და­დე­ბებ­ზე და გათ­ვლა გვაქვს, რომ 12 მა­ი­სი­დან უკვე გვექ­ნე­ბა შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი" , - გა­ნა­ცხა­და სტე­ფა­ნი­ში­ნამ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­შა­ბათს, 29 აპ­რილს, უნ­გრეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას ბუ­და­პეშ­ტის­გან არა­ნა­ი­რი რა­დი­კა­ლუ­რი ან ნე­გა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ მო­უს­მე­ნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×