რეზონანსი
02.05.2025

გიორგი გამსახურდია „სამოქალაქო იდეის" დამფუძნებლის თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ელოდება, რომ ვახტანგ გომელაური იქნება შემდეგი, რომელიც დატოვებს მინისტრის თანამდებობას.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ოპოზიციას გომელაური მწარედ ადგას ყელზე, რადგან ვერ შეძლეს მისი მინისტრობისას თუნდაც მცირედი წარმატების მიღწევა.

„მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. მრავალჯერ მითქვამს და ეს არის ფაქტი. ვახო გომელაური მწარედ ადგათ ყელზე ოპოზიციას, ამ მანქურთებს. ვერ შეძლეს ვახოს მინისტრობისას თუნდაც მცირედი წარმატების მიღწევა, რა არ იწვალეს, რა არ ქნეს, მაგრამ, ვერ გატეხეს ვერც ვახო და ვერც ჩვენ, უწყება.

ეხლა ეს ყველაფერში ლუზერი ქალი გამოაგორეს, რომელსაც თავისი მინისტრობისას, მხოლოდ ბიჭების კასტინგი ადარდებდა და სხვა არაფერი. მიხვდება რასაც ვამბობ, ძალიან კარგად. დაელოდე მაგ დღეს, რამე ჩვენ უწყებაში სათქვენოდ რომ შეიცვლება ოდესმე, დიდი ხანი მოგიწევს ლოდინი", - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×