რეზონანსი
02.05.2025

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების უახლესს ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველოში მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, გაუარესდა და 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა.

„შეურაცხყოფის მიყენებაა, როდესაც შენ აქვეყნებ ასეთ კვლევას და შემდეგ ფიქრობ, ან 1%-ით მაინც უშვებ იმის შანსს, რომ საქართველოში შეიძლება ვინმეს ეს ყველაფერი დააჯერო. ეს არის დიდი უბედურება. ეს არის იმ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი რომელიც არის მავნებლების ხელში პ აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, აქაური ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი პატრონების ხელში ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველომ 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ, მაგალითად, ჰაიტიზე უარესი მგომარეობაა, სადაც გასულ წელს ორი ჟურნალისტი მოკლეს. რა ფაქტებს დაეყრდნო ორგანიზაცია, უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×