რეზონანსი
04.05.2025

სამხრეთ კორეაში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სეულის გრან-პრი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ სან გუკ ოჰს ანგარიშით 15:11 სძლია. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალი უნგრელ სპორტსმენთან ანგარიშით 10:15 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

სეული 36 ქვეყნის 200-მდე მოფარიკავეს მასპინძლობს. ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×