
გასულიყო, რომლის შესახებაც ყოფილი პოლიტპატიმრები და არა მხოლოდ ისინი შემზარავ ისტორიებს ჰყვებიან.
„იმედის კვირამ" მოიძია პატიმარი მეტსახელად ,,სომეხა", რომელმაც საპატიმროში 33 წელი გაატარა. აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი პატიმრების ცხედრების დასახიჩრების მძიმე ისტორიებს ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ამას არა თავად, არამედ იგივე მეტსახელით ცნობილი სხვა პატიმარი აკეთებდა.
ფაქტია, ადამიანი რომელსაც ანუკი გუმბერიძე შეხვდა, ძალიან შეშინებულია, ეშინია „ნაციონალური მოძრაობის" იმ მაღალჩინოსნების, რომლებიც თავის დროზე დავალებებს გასცემდნენ, დღეს კი, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იპოვეს თავშესაფარი.
ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ სააკაშვილის ციხის უმძიმესი ამბები მაშინ მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და კარგად იცოდა, ხმის ამოღების შემთხვევაში რა ბედიც ელოდა.
ასევე, რეპორტაჟში სულხან მოლაშვილის დღემდე უცნობი ინტერვიუს ფრაგმენტებს ნახავთ - შოკისმომგვრელი ამბავი, რომელიც ფარდას ხდის რეჟიმის სასტიკ დანაშაულებს.
დეტალები „იმედის კვირის" სპეციალურ რეპორტაჟში.