|

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა, თუ რატომ წავიდა ჩინეთში.
„კასტინგი მქონდა, ჩავატარე და ჩამოვედი. ეს ერთი წელია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა ჩავედი, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი, ვარ თბილისში. ვალდებული ვარ, შევასრულო ეს კონტრაქტი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი - „პიპოლს არტ სიეთრა“ არის როგორც რუსთაველის თეატრი, ისეა ბეიჯინგში. ჩავედი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არაა. ერთ კვირაში გავემგზავრები. დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ, რა პრობლემაა! ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა. წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა დოიაშვილმა.
დოიაშვილი თანამდებობიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა ვალდებულებას არ ასრულებდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|