რეზონანსი
05.05.2025

სჭირდებათ ჩინეთი, კარგი სახელმწიფოა, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, კომუნისტურ სახელმწიფოს ეძახიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დოიაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნულიდანაც ჩანს მათი დამოკიდებულება და თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებული სახელმწიფოს ინტერესები.

„მინდა დოისაც და ყველას წარმატებები ვუსურვო. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს", - აღნიშნა ბოჟაძემ.

რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთში დასის შესარჩევად კასტინგი ჰქონდა და ბეიჯინგში სპექტაკლი უნდა დადგას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×