რეზონანსი
13.05.2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიან ტურნეს იწყებს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩაფრინდა.

ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ასევე კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლას გეგავს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ ტრამპის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებაზე.

ამასთან, სააგენტო „ფრანს-პრესი" იუწყება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ორი გარიგება დაამტკიცა. გარიგებების საერთო ღირებულება, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის გაყიდვას მოიცავს, დაახლოებით 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ABC News-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება კატარის სამეფო ოჯახისგან Boeing 747-8 თვითმფრინავის საჩუქრად მისაღებად, რომელსაც საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოიყენებენ, სანამ დონალდ ტრაპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.

თეთრი სახლის პრესსპიკერი, კაროლინ ლივიტი ABC News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული ნებისმიერი საჩუქარი ყოველთვის ყველა მოქმედი კანონის სრული დაცვით მიიღება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×