|

„ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა ფაშისტური პოლიტიკაა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
ექსპერტის თქმითვე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის დიქტატურის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ პოლიტიკას ახმოვანებს.
„პაველ ჰერჩინსკი იმ პოლიტიკის ნაწილია, რაც დღეს ევროკავშირის ახლანდელი ხელმძღვანელობისგან წარიმართება. ჩვენ ყოველთვის როცა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ვსაუბრობდით ამერიკის მთავრობაზე, ხაზს ვუსვამდით - ბაიდენის ადმინისტრაციაზე. დღეს კი ვსაუბრობთ ევროკავშირის ახლანდელ ხელმძღვანელობაზე, დღევანდელ ლიდერშიპზე.
ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა ნამდვილად ფაშისტური პოლიტიკაა და ამ შეფასებას არ შევამსუბუქებ. ორბანი, ფიცო და სხვა მრავალი პოლიტიკოსი ევროკავშირიდან ამბობს, რომ დღეს ევროკავშირში არის დიქტატურა და არა დემოკრატია. სწორედ ამ დიქტატურის ნაწილია ჰერჩინსკი და სწორედ ამ დიქტატურულ პოლიტიკას ახმოვანებს საქართველოში. ევროკავშირი დემოკრატიის მართლაც შუქურიდან გადაიქცა ტირანულ იმპერიად“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|