რეზონანსი
14.05.2025

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენაა.

კერძოდ, დღეს გამართული საპარლამენტო სხდომის ჩათვლით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 17 მოსმენა გაიმართა. მათგან არცერთ სხდომას არ დასწრებიან გახარიას პარტიის წევრები.

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე 16 სასესიო დღეა დარჩენილი, რაც თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე ნაკლები ჰქონდეთ გაცდენილი.

გიორგი გახარიას პარტიიდან ამ ეტაპისთვის სადეპუტატო მანდატს ფლობენ თავად გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ზვიად ძიძიგური, დიმიტრი ცქიტიშვილი, როინი ქოჩორაშვილი, კახაბერ ქემოკლიძე, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ზაზა თავაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

ისინი პარლამენტში ირიცხებიან როგორც უფრაქციო დეპუტატები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×