რეზონანსი
17.05.2025

ირაკლი კობახიძის თქმით, თვის ბოლოს გახარია აპირებს გამოაცხადოს, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში. პრე­მი­ე­რმა იქვე დასძინა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ სა­ინ­ტე­რე­სო არ არის, მი­ღებს თუ არა "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი გან­წი­რუ­ლია მარ­ცხი­სათ­ვის.

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ეში­ნია ბუ­ლინ­გის სხვა პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან და ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი პოს­ტე­ბი. ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის, შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­უძ­ლი­ათ არ მი­ი­ღონ, ასეც და ისეც, მთლი­ა­ნად ეს რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი გან­წი­რუ­ლია მარ­ცხი­სათ­ვის. 64-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩვენ მო­ვი­გებთ რო­გორც მე­რის, ისე საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

"რა იცის კო­ბა­ხი­ძემ? დღეს ვი­ყა­ვით პარ­ტი­ის ოფის­ში შეკ­რე­ბი­ლი, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, მათ შო­რის, ამ თე­მებ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ და არა­ნა­ი­რი თვის ბო­ლოს გა­მო­ცხა­დე­ბა იმის, ჩვენ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ არ მი­ვი­ღებთ, არ იქ­ნე­ბა და არ იგეგ­მე­ბა", - ასე უპა­სუ­ხა პარ­ტი­ის "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას.

ამას­თან, ძი­ძი­გურ­მა გან­მარ­ტა, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას­თან კავ­ში­რი არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×