მარიამ ვეკუა
20.05.2025

პოლონეთი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, 25 მაისს პირველი ტურის ორი გამოკვეთილი ლიდერი, ოპოზიცური პარტიიდან კაროლ ნავროცკი და „სამოქალაქო პლატფორმის" კანდიდატი, რაფალ ტრჟასკოვსკი „დიდ მარშს" აანონსებენ.

სასექსის უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორმა, ალექს შჩერბიაკმა, განაცხადა, რომ არჩვენებამდე ორი კვირა რჩება და ყველასთვის გაურკვეველია, თუ ვინ შეიძლება აირჩიონ პრეზიდენტად. „ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველაფერია გასათვალისწინებელი", - თქვა მან. „ვფიქრობ, რომ ყველაფერი თანაბარია და ბევრი თვალსაზრისით, კამპანია უბრალოდ გადატვირთვის პროცესშია".

ბარტ მ.ჯ. შევჩიკი ბრიუსელში, გერმანიის წამყავნი სოციოლოგიური ცენტრის მოწვეული უფროსი მკვლევარი საუბრობს, გამოკვეთილ ორ კანდიდატზე და მათ პერსპექტივებზე.

„პრეზიდენტი პოლონეთში მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს ახორციელებს, მათ შორის კანონმდებლობაზე ვეტოს უფლების დადების, სამხედრო ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შესრულების, ელჩებისა და მოსამართლეების დანიშვნის და ქვეყნის წარმომადგენლობის გზით საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა ნატოს და გაეროს სამიტები. შესაბამისად, არჩევნებზე პოლონეთისა და ევროპის მხირდან ფონები მაღალია.

ტრჟასკოვსკის გამარჯვებამ შესაძლოა მხარი პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ზოგად პოლიტიკურ ხაზს დაუჭიროს და ხელი შეუწყოს პოლონეთის მთავრობის სტრატეგიის შეუფერხებელ განხორციელებას. ნავროცკის გამარჯვება ხელს შეუშლის ამ ძალისხმევას და შეინარჩუნებს განხეთქილებას მთავრობასა და პრეზიდენტს შორის" - აღნიშნმა მან,

შეგახსენებთ მეორე ტური 1 ივნისს გაიმართება.

„მომდევნო ორი კვირის საარჩევნო კამპანია ძალიან პოლარიზებული და სასტიკი იქნება - ორი ხედვის დაპირისპირება: პროევროპული, ლიბერალური და პროგრესულ-ნაციონალისტური, ტრამპისტული და კონსერვატიული ხედვის წინააღმდეგ", - განაცხადა პიოტრ ბურასმა, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ვარშავის ოფისის ხელმძღვანელმა.

რბოლა არა მხოლოდ პრეზიდენტობისთვისაა, თანამდებობა, რომელსაც აქვს საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენისა და კანონებზე ვეტოს დადების ძალა. ის ასევე განსაზღვრავს ტუსკის მცდელობებს, აღადგინოს ქვეყნის ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან „კანონისა და სამართლიანობის" კონსერვატორების მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ, რომელიც ხშირად კონფლიქტში იყო ბრიუსელთან

როგორი იქნება საგრეო პოლიტიკა

ბარტ მ.ჯ. შევჩიკი პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარი ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა „ზოგადი შეთნხმების" სფერო იქნება.

„საგარეო პოლიტიკა, სავარაუდოდ, ზოგადი შეთანხმების სფერო იქნება. ტრჟასკოვსკი და ნავროცკი მხარს უჭერენ პოლონეთის თავდაცვის ხარჯების (რომელიც უკვე ყველაზე მაღალია ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის) მშპ-ს 5%-მდე გაზრდას. ისინი ასევე მხარს უჭერენ უკრაინას და სურთ რუსეთის შეკავება, გარდა ამისა ორივე კანდიდატი ტრანსატლანტიკურ ალიანსს პოლონეთის უსაფრთხოების საყრდენად მიიჩნევს.

თუმცა, შესაძლოა, უთანხმოება წარმოიშვას ევროპის როლთან დაკავშირებით პოლონეთის თავდაცვის უზრუნველყოფაში და ქვეყნის გლობალურ ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონს მიღმაა. თუმცა, პოლონეთის მოქალაქეები, სავარაუდოდ, კანდიდატების სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

ევროპისა და დასავლეთისთვის, ვარშავიდან წამოსული ერთიანი ხმა მნიშვნელოვანი იქნება, რათა უზრუნველყოს ლიდერობის აუცილებელი წყარო მზარდი გლობალური არეულობის დროს.

საფრანგეთმა და გერმანიამ ვაიმარის ფორმატი გააცოცხლეს და პოლონეთზე, როგორც ევროკავშირის პოლიტიკის მამოძრავებელ ძალაზე, ფსონს დებენ. შეერთებული შტატები დიდი ხანია ვარშავას ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად მიიჩნევს. კენჭისყრის მეორე ტური ყურადღებას პოლონეთის ფარგლებს გარეთაც მიიპყრობს."-განაცხადა მან.

დიდი მარშების მოლოდინში

საყურადღებოა, რომ პოლონეთში, ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ დედაქალაქ ვარშავაში „პოლონეთის დიდი მარშის" ჩატარება დააანონსა.

ნავროცკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, 25 მაისს დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ და განაცხადა, რომ მსვლელობა იქნება „სუვერენული პოლონეთის, უსაფრთხო პოლონეთის და უპირველეს ყოვლისა, ნორმალური და აყვავებული პოლონეთისადმი ერთგულების გამოვლინება".

იმავე დღეს, 25 მაისს გაიმართება „სამოქალაქო პლატფორმის" კანდიდატის, რაფალ რაფალ ტრჟასკოვსკის მხარდამჭერი მიტინგი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დააანონსა.

შეგახსენებთ, პოლონეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. საარჩევნო უბნების 100%-დან მიღებული ხმების დათვლის შემდეგ მონაცემებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ ხმების 31.36%-ი მიიღო, ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ კი - 29.54%-ი. არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს რაფალ ტრჟასკოვსკი და კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდებიან, 1-ელ ივნისს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×